იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2016-01-20

2016 წლის 10 თებერვლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. 

ვრცლად
2016-01-25

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს ფაკულტეტების საბჭოების წევრი სტუდენტების არჩევნები მიმდინარეობს

ვრცლად
2016-01-25
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის I სემესტრის დასკვნითი გამოცდები მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესი 11 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. გამოცდებს საგამოცდო ცენტრში მოწვეული დამკვირვებლები აკონტროლებენ.
ვრცლად
2016-01-26

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლისათვის აცხადებს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებს:
1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის;
2. მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსი;
3. საკონფერენციო გრანტების კონკურსი;
4. სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი;
5. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის კონკურსი.

ვრცლად
2016-01-26

საერთაშორისო პროექტის-,,SuToMa“- ფარგლებში, 18-22 იანვარს სომხეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ ,,წაღკაძორში,“ გამართულ ტრენინგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ.

ვრცლად
2016-01-27

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელ პირთა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთათვის რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.

ვრცლად
2016-01-29

განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ახალი სასტიპენდიო პროგრამა – ,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ -გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 იანვარს ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამართეს. 

ვრცლად
2016-01-29

განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ახალი სასტიპენდიო პროგრამა – ,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ -გამოაცხადა.

ვრცლად
2016-01-29

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილია საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამა. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ პარტნიორ გერმანულ სამეცნიერო-სახელოვნებო ცენტრებთან თანამშრომლობით, საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის ფარგლებში.

ვრცლად
2016-01-29

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი აცხადებს ახალ კონკურსს ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატებული და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად.

ვრცლად
2015-12-03

უკრაინის ივანე ფრანკოს საერთაშორისო ფონდი აწესებს ივანე ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემიას, რომლის მიზანია, წაახალისოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, რომლებიც აქტიურ კვლევას სოციალური მეცნიერებების სფეროსა და უკრაინათმცოდნეობის საკითხებში ჩაატარებენ. 

ვრცლად
2015-12-03

4 დეკემბერს, 11 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ატარებს გამოცდას ინგლისურ და გერმანულ ენებში

ვრცლად
2015-12-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა, 2 დეკემბერს გამართა ლექცია- პრეზენტაცია თემაზე-,,თელავი xx საუკუნის დასაწყისში” (რევოლუცია და პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი ტერორისტები და სტალინი ახლად მოძიებული საარქივო დოკუმენტების ფონზე). 

ვრცლად
2015-12-03

საქართველოს იუსტიციის მინისტრი 3 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გამართა.
მინისტრი სტუდენტებს კოდექსის მთავარ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც
კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ვრცლად
2015-12-04

4 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა გამოცდა ინგლისურ და გერმანულ ენებში.
უცხო ენებში ტესტირების გავლის შემდეგ, სტუდენტები 8 დეკემბერს გასაუბრებას გაივლიან, გამოცდების შედეგები კი 9 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ვრცლად
2015-12-04

2015 წლის 3 დეკემბერს  საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა სამოქალაქო განათლების სემინარი თემაზე- „გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობა საქართველოში“

ვრცლად
2015-12-04

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე და 35-ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N122/ნ-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის“- „შემდგომში უნივერსიტეტის“ – წესდების 25-ე, 26-ე, აგრეთვე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მუხლი 4.2 „ბ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 1 დეკემბრის ოქმი # 22 , სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის N13 ოქმის, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის N 3 დადგენილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2015 წლის 4 დეკემბრიდან შემდეგ მიმართულებებზე:

ვრცლად
2015-12-08

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებს მასპინძლობს.
თესაუ-ს ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი წარმატებით ასპარეზობს სტუდენტურ პირველობაზე ფრენბურთში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელებმა საქართველოს უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ტურნირის გამარჯვებული, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, დეკემბრის ბოლოს გამოვლინდება.

ვრცლად
2015-12-09

9 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში თესაუ-ს დრამატული წრის სტუდენტებმა ლიტერატურული ღონისძიება-,,აკაკის საქართველო“ გამართეს.

ვრცლად
2015-12-11

10 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის -„ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ (I-II ტომი) -პრეზენტაცია გაიმართა. 

ვრცლად
2015-12-11

,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები უსაფრთხოებითვის“. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩევს 10 სტუდენტს და უზრუნველყოფს მათ 3 დღიან სასწავლო ვიზიტს თბილისში, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, წარადგინონ პროექტები, რომლებსაც ისინი მომავალში კახეთში განახორციელებენ. შეჩეულ 3 საუკეთესო პროექტს ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი“ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

ვრცლად
2015-12-14

14 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური კონფერენცია ,,სკოლა და უნივერსიტეტი-III” გაიმართა, რომელზეც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მომზადებული საჯარო სკოლების მოსწავლეების მოხსენებები წაიკითხეს.

ვრცლად
2015-12-16

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
  პროექტის ბენეფიციარები არიან:  შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად
2015-12-17

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რეგიონულმა კოორდინატორმა, ქეთევან რუხაძემ, სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
2015-12-18

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში მოეწყობა უფასო სკრინინგის აქციები

ვრცლად
2015-12-18

16 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის და გორდონის კოლეჯის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ვრცლად
2015-12-21

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისთვის.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიას 50 ქართველი სტუდენტისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

ვრცლად
2015-12-21

22 დეკემბერს, 12 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ისტორიის დეპარტამენტი, თესაუ-ს უნივერსიტეტის მიმდინარე პროექტის- ,,თელავი-ისტორია და თანამედროვეობა“- ფარგლებში, წარმოგიდგენთ პროფესორ თენგიზ სიმაშვილის ლექცია-პრეზენტაციას. 

ვრცლად
2015-12-22

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.

ვრცლად
2015-12-22

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის“ და ,,მწერალთა სახლის“ წარმომადგენლები თესაუ-ს რექტორს შეხვდნენ.
,,მწერალთა სახლსა“ და თელავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ,,კავკასიურ სახლთან“ კი სამომავლო ურთიერთობის გეგმები დაისახა. მხარეებმა ერთმანეთს წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2015-12-23

2015 წლის 1 ნოემბერს დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი-,,დეგრადირებული მიწების აღდგენის ტექნოლოგია“.
კვლევებში, რომელიც საცდელ ნაკვეთზე განხორციელდა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად, ჩართული იყო ქუთაისის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების აგრარული ფაკულტეტები (პროექტის წარმდგენი- ააიპ ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება“ (PHDS), პროექტის ხელმძღვანელი-დავით ნაზაროვი).

ვრცლად
2015-12-24

24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ფილოლოგიური სემინარი გაიმართა.

ვრცლად
2015-12-28

25 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დოქტორანტ გურამ სამადაშვილის სადისერტაციო ნაშრომის -,,კახეთის რეგიონში ვაზის ჯიშების გავრცელებისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის პროექტირება-საჯარო დაცვა გაიმართა (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე). 

ვრცლად
2015-12-28

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 2016 წლის 11 იანვარიდან 22 იანვარის ჩათვლით ატარებს ზამთრის სესიებს 

ვრცლად
2015-12-28

28 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში €žქართული ხელნაწერი€“ მონაწილეთა პრეზენტაცია გაიმართა.

ვრცლად
2015-12-28

ინტელექტუალური თამაშის-რა? სად? როდის? თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების გუნდმა ,,ჰეროდოტემ“ მოიპოვა.

ვრცლად
2015-12-29

29 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

ვრცლად
2015-12-30

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართება შემდეგი მიმართულებებით:
1. ტურიზმის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა – 12.01.2016, 12:00 სთ-ზე, აუდიტორია 100
2. საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა – 11.01.2016, 10:00 სთ-ზე, აუდიტორია 99
3. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 11.01.2016, 10:00 სთ-ზე, აუდიტორია 97

ვრცლად
2015-11-25

24 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამარ მამსიკაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის მეცნიერული საფუძვლები” ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი; 2. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე).

ვრცლად
2015-11-25

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, 1914-1918 წლებში შექმნილი ხელნაწერები გადაეცა. უნიკალური დოკუმენტები მოიცავს ფიზიოლოგიის, როგორც საგნის, განვითარების და ექსპერიმენტული სამუშაოების ამსახველ მასალებს, პირად წერილებს, სხვადასხვა ფორუმზე წაკითხულ მოხსენებებს, წიგნს-,,მოგონებები ივანე ბერიტაშვილზე“ და სხვა.

ვრცლად
2015-11-25

25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა ერასმუს+ -ის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსის შესახებ თესაუ-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე ბაკალავრიატის და დოქტურანტურის სტუდენტებს დააინტერესებს. გაკეთდა ინფორმაცია ასარჩევი სასწავლო საგნების, მოსამზადებელი დოკუმენტების, ტესტირების და გასაუბრების შესახებ.

ვრცლად
2015-11-20

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული გაძლიერების ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარეს.
სტუდენტებთან გამართული შეხვედრა თემაზე-,,გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ“- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას შეეხებოდა. 

ვრცლად
2015-11-19

ანტიკორუფციული დღის აღსანიშნავად, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები“ ( მისამართი: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1).
კვირეულის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასაწავლო ცენტრში (სანდრო ეულის ქუჩა 3 ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება.

ვრცლად
2015-11-19

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან გიგაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა , „ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ . მე-6 ტომის პრეზენტაცია გამართა.

ვრცლად
2015-11-19

საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშე, დემიენ უომპლერი, 18 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს სტუდენტებს შეხვდა

ვრცლად
2015-10-02

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,განათლების” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 5 ოქტომბერს: დიდაქტიკაში და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში 11 საათზე, ხოლო უცხო ენაში 14 საათზე (მეორე კორპუსი, აუდიტორია 12).

ვრცლად
2015-10-02

2015 წლის 20 ოქტომბრიდან იწყება მანსანკანის საშემოდგომო ჩემპიონთა ლიგა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის, სადაც მიწვეულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

ვრცლად
2015-10-02

25-27 სექტემბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: მარადი ფიცხელაური – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის და არჩილ ბოტკოველი – ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების მეოთხე კურსის სტუდენტები. 

ვრცლად
2015-10-05

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომების გაცემა მიმდინარეობს. 2014 წლის კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიპლომებს მიიღებენ. 

ვრცლად
2015-10-06

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის- ,,ცოცხალი წიგნები“-ფარგლებში, ქართველ მწერალთა ჯგუფი ქვეყნის რეგიონებში მოგზაურობს.

ვრცლად
2015-10-07

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მარიამ ოთიურიძე, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ,,მევლანას” გაცვლითი პროგრამის 2015-2016 წლის გამარჯვებული გახდა

ვრცლად
2015-10-07

,,ერასმუს მუნდუსის” გაცვლითი პროგრამა ,, ელექტრა’’ აცხადებს კონკურსს დოქტურანტურის და პოსტ-დოქტორანტურის საფეხურზე. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ : http://electra-project.eu/

ვრცლად
2015-10-08

8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, გიორგი კვესიტაძე და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, გურამ ლორთქიფანიძე სტუმრობდნენ. ქართველი პროფესორები რექტორს შეხვდნენ და საჩუქრად აკადემიის მიერ გამოცემული, საავტორო და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნები გადასცეს.

ვრცლად
2015-10-08

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის- “SuToMa”- ფარგლებში, იადე-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს- ,,კომუნიკაცია კულტურათაშორისი ურთიერთობების დასამყარებლად’’- კურსზე დასასწრებად. 

ვრცლად
2015-10-09

8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან. შეხვედრას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ კაკუტია.

ვრცლად
2015-10-09

8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი მწერლები სტუმრობდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის- ,,ცოცხალი წიგნები“-ფარგლებში, ქართველ ლიტერატორთა ჯგუფი ქვეყნის რეგიონებში მოგზაურობს.

ვრცლად
2015-10-09

9 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეთა შორის საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და მკვლევარები იყვნენ

ვრცლად
2015-10-12

,,ერასმუს მუნდუსის“ – WEBB (Whole Europe Beyond Borders)- კოორდინატორი, ლიჩია პროსპერიო , 12 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 

ვრცლად
2015-10-15

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის- ,,ივერიისას” -დამფუძნებელი, ცნობილი საოპერო მომღერალი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე, ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად, 13 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

ვრცლად
2015-10-15

15 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს ფონდი ,,ახალი სიცოცხლის“ ,,დღის ცენტრის“ პედაგოგები სტუმრობდნენ. 

ვრცლად
2015-10-16

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მანანა კევლიშვილი, ,,ერასმუს მუნდუს ელექტრა“-ს პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ვრცლად
2015-10-16

ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ასისტენტი ია კევლიშვილი და ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, სარა გალაგერი, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-12 კლასებს მოსწავლეებს შეხვდნენ. გასაუბრების საფუძველზე დაკომპლექტდა სასწავლო ჯგუფები.

ვრცლად
2015-10-16

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პროექტის-,,ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“ (LoRDeP)- ფარგლებში, 12-17 ოქტომბერს საქართველოში ფრანგი სტუდენტების ვიზიტი მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დასკვნითი სესია 16 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

ვრცლად
2015-10-22

21 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა დისკუსია თემაზე-,, გენდერი და განათლების პოლიტიკა“. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ჩაგვრის სხვადასხვა მანიფესტაციები, ისაუბრეს შრომით მიგრაციაზე, ფემინიზმის ქართულ ისტორიაზე და სხვა საკითხებზე. 

ვრცლად
2015-10-23

22 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ტექნიკური პერსონალის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ

ვრცლად
2015-10-23

23 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია-,,ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხები“- გაიხსნა.

ვრცლად
2015-10-26

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ. ამის შესახებ მეცნიერებათა აკადემია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით შეთანხმდნენ

ვრცლად
2015-10-27

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოდერნიზაციის ინსტიტუტი განახორციელებს პროექტის-,,უკან მომავალში“- პირველ ეტაპს.

ვრცლად
2015-10-27

,,ნატოს კვირეული-2015“ -ის ფარგლებში, 27 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი, საქართველოს უსაფრთხოების და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ირმა შიოშვილის და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ვრცლად
2015-10-29

MEDIA CHECKER-ის წარმომადგენლები 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ.

ვრცლად
2015-10-29

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31.10.2015- ის 09:00 საათიდან 09.11.2015-ის 17:00 საათამდე (I სართული, თვითმმართველობის ოთახი). 

ვრცლად
2015-10-30

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ. 

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31.10.2015- ის 09:00 საათიდან 09.11.2015-ის 17:00 საათამდე (I სართული, თვითმმართველობის ოთახი).

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ,,სტუდენტის საათი“ დააწესა

,,სტუდენტის საათის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი რექტორთან შეხვედრასა და საკუთარ პრობლემებზე ამომწურავად საუბარს შეძლებს.

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 9 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ატარებს 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრის შუალედურ გამოცდებს.

ვრცლად
2015-11-03

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული-ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,მუხამბაზი“ ბაქოში იმყოფებოდა. მოცეკვავეების გამოსვლას აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდი წარმატება ხვდა წილად

ვრცლად
2015-11-05

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდული პლატფორმა „ლიბანდაკი“-ს და ,,თავისუფალი დებატების ლიგი“-ს პროექტების: „თავისუფლების სკოლის“, ესსეების კონკურსის და დებატები-ის შესახებ.

ვრცლად
2015-11-06

აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედებას თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა 6 ნოემბერს ლიტერატურული ღონისძიება მიუძღვნეს.

ვრცლად
2015-11-09

2015 წლის 10-17 ნოემბერს იმართება მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ რექტორის მოადგილეს სამეცნიერო მიმართულებთ, პროფესორ ნუნუ გელდიაშვილს.

დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ლინკზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ვრცლად
2015-11-09

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-6 ნოემბერს, IDFI-ის და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის -,,სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020-ი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება“- ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ციმერმანმა, კათედრის თანამშრომლებთან ერთად, გამართა სალექციო ბლოკ-კურსს ფინანსური ანგარიშების, კონტროლინგის და ფინანსების თემატიკის შესახებ.

ვრცლად
2015-11-09

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში პრაქტიკის გასავლელად.

ვრცლად
2015-11-11

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს

ვრცლად
2015-11-11

საქართველოში ტოლერანტობის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, შერიგების და სამოქალაქო თანასაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდნენ. სტუმრებს შორის იყო სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავრი მრჩეველი, მექა ხანგოშვილი. 

ვრცლად
2015-11-11

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა.

ვრცლად
2015-11-11

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 14:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე: ,, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“

ვრცლად
2015-11-13

13 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

ვრცლად
2015-11-16

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,თეატრალური სტუდია“ ბათუმში ჩატარებული ,,სტუდენტური დღეების“ გამარჯვებული გახდა

ვრცლად
2015-11-16

16 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტმა და სტუდენტთა მობილობის ორგანიზაცია – ,,კამპუს ფრანსის”- წარმომადგენელმა თბილისში, ანა ლოლუა, გამართა პრეზენტაცია- „სწავლა საფრანგეთში“. 

ვრცლად
2015-11-17

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო-სამეცნიერო კვირეულში მონაწილეობენ.
10-დან 17ნოემბრის ჩათვლით სხვდასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები საზოგადოებას საკუთარ კვლევებს გააცნობენ.

ვრცლად
2015-11-17

ცხადდება კონკურსი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლისთვის.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა მცირე დარბაზში.

ვრცლად
2015-11-17

2015 წლის 30 ნოემბერს, დღის 12 საათზე ,
შედგება გერმანული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა (აუდიტორია 46 ) .
კომისიის შემადგენლობა გერმანული ენის მიმართულებით :
პროფესორი მანანა ღარიბაშვილი (კომისიის თავმჯდომარე ),
ასოცირებული პროფესორი- მანანა ნაპირელი,
ასოცირებული პროფესორი- ცისანა მოდებაძე.
სტუდენტი – გიორგი ყალამაშვილი , ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა ნაპირელი.
ნაშრომის თემა -,,რელიგიური სიტყვის შემცველი ფრაზეოლოგიზმები გერმანული და ქართული ენების მაგალითზე”

კომისიის შემადგენლობა ინგლისური ენის მიმართულებით :

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის გამართულ საშემოდგომო ლიგის თამაშებზე ასპარეზობენ

ვრცლად
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.