იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საახალწლო ღონისძიება თესაუ-ში

       28 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

      თესაუ-ს სტუდენტებმა  სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული,  მუსიკალური, ქორეოგრაფიული, დრამატული და იუმორისტული ნომრები წარადგინეს.

      სტუდენტური შემოქმედების შემდეგ, მაყურებლის წინაშე თელავის დრამატული თეატრის  მსახიობი, უნივერსიტეტის მეტყველების კულტურის პედაგოგი, თემურ ხუნაშვილი და   მომღერალი თინათინ ნათელაძე წარსდგნენ.

      ღონისძიება უნივერსიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (ხელმძღვანელი - მანანა შიოშვილი) ,  თესაუ-ს  დრამატული წრის (ხელმძღვანელები:  ლალი გულიაშვილი, ნონა ხუმარაშვილი) და საესტრადო სიმღერის წრის (ვოკალის  ხელძღვანელი- თინათინ ნათელაძე) მონაწილეობით ჩატარდა. 

      საახალწლო წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი და თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

      

 
მნახველთა რაოდენობა: 3990
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'