იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტმა, ზურაბ სპანდერაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილოება, რომელიც უკრაინაში, ისტორიის მიმართულებით, რუსულ ენაზე ჩატარდა.
თესაუ-ს სტუდენტმა კონფერენციაზე თემა-,,ტოლერანტობა საქართველოში, დავით აღმაშენებლის დროს“-წარადგინა (ხელმძღვანელი-ასოცირებული პროფესორი მალხაზ ცირეკიძე).
ზურაბ სპანდერაშვილი შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.