20 აპრილიდან გამოცხადდა ფოტოკონკურსი, რომელიც ძალების მოსასინჯად საუკეთესო შესაძლებლობაა მოყვარული ფოტოგრაფების, მათ შორის სტუდენტებისთვის.
კონკურსის თემატიკა:
- ქალაქების განვითარების პოლიტიკა;
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა;
- თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.
კონკურსის საპრიზო ფონდი გათვალისწინებულია 24 მონაწილეზე.
§ აქედან 3 გამარჯვებულს თანაბრად დაუფინანსდება 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემა 1000 ლარი.
§ მეოთხე გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს,საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
§ 20 გამარჯვებული კი facebook like-ბის მიხედვით შეირჩევა, რომელთა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტისდახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: ინფორმაცია ფოტოკონკურსის შესახებ , ფოტო