იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში DARE -ს კონსორციუმის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება

    2016 წლის 21-24 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში, პროექტის-,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის" (Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“ - DARE) ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა და სააქტო დარბაზებში DARE -ს კონსორციუმის შეხვედრები გაიმართება. პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

    პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობის და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის თესაუ-ში ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები მიზნობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ეს კურსებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები და მათემატიკა, უცხო ენა ( რუსული და ინგლისური).

   პროექტის დაწყებიდან პირველი კონსორციუმის შეხვედრა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მეორე კონსორციუმის შეხვედრა - ისრაელში, ,,აქვას“ კოლეჯში, მესამე შეხვედრა კი, თელავის სახელმწიფო უნივერსტეტში შედგება.

    2015 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტს, ისრაელსა და ევროკავშირის ტემპუსის პროგრამას შორის, პროექტის-,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის"-ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 11667