12 ოქტომბერს ვილნიუსის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გამოცდილება გაუზიარა. ვირჯილიჯა ვასილიენე ვასილიაუსკინემ პრეზენტაცია ვილნიუსის ბიზეს-სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების და საერთაშორისო პროექტების შესახებ გამართა.
ლიტველი პროფესორის საჯარო ლექცია თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში 10 ოქტომბერსაც ჩატარდა. ვილნიუსის ბიზნეს-სკოლის პროფესორმა , დოქტორმა, აიდას ვასილიუს ვასილიუსკასმა, თესაუ-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მარკეტინგის, ლოჯისტიკის და გადაზიდვის შესახებ ესუბრა.
პროექტი ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თესაუ-ს შესაბამისი მიმართულების პროფესორები საჯარო ლექციებს ვილნიუსის ბიზნეს-სკოლაში გამართავენ.