იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ მაკა ბულისკერიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

     2 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე,  ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულისკერიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

        კვლევის თემაა „რუსეთ - საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო შეფასების ისტორიისათვის“ (ხელმძღვანელი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ელგუჯა მამუკელაშვილი).

      სადისერტაციო ნაშრომის მიზანია, ისტორიული ანალიზის საფუძველზე, იმის შესწავლა,  კონფლიქტის ისტორიული ფესვებიდან გამომდინარე, რამდენად სამართლებრივი იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები.

      კვლევის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების საერთაშორისო შეფასების ანალიზი, კონფლიქტის ისტორიული ფესვების შესწავლა, ომის შემდეგ შექმნილი რეალური სიტუაციის მეცნიერული ანალიზი.

     მაკა ბულისკერიას ისტორიის დოქტორის წოდება მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6435