იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016–2017 სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება განხორციელდება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
№ |
პროგრამის საგნის/მოდულის სახელწოდება საფეხურის მითითებით |
ადგილების რაოდენობა თითოეული საგნის/მოდულის მიხედვით |
|
1 |
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) |
12 |
|
2 |
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) |
10 |
|
3 |
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) |
6 |
|
4 |
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური) |
11 |
|
5 |
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) |
6 |
|
6 |
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური) |
6 |
|
7 |
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) |
8 |
|
8 |
ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური) |
12 |
|
9 |
გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური) |
5 |
|
10 |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება |
8 |
|
11 |
სპორტი |
8 |
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი /დედანთან ერთად/;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად) / ან მასთან
გათანაბრებული დოკუმენტი;
დ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ე) სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გაწვევას
დაქვემდებარებულ ვაჟებისათვის) ;
ვ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი
დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2016 წლის 10 ოქტომბერს.
- ჩარიცხვა განხორციელდება, თუ პროგრამაზე ჩასარიცხ აპლიკანტთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი;
- მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით;
- მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 51 ქულა (პირი ჩაირიცხება თუ მისი გამოცდის ქულა იქნება 51 ან მეტი);
- ბოლო ვაკანტურ ადგილზე კონკურენციის პირობებში (გამოცდის არათანაბარი ქულების შემთხვევა) უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის მაღალ ქულას;
- ბოლო ვაკანტურ ადგილზე კონკურენციის შემთხვევაში (გამოცდის თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევა) უპირატესობა მიენიჭოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის მაღალ ქულას;
გამოცდების შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 11 ოქტომბერს.
- გამოცდის შედეგების გასაჩივრების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 11-12 ოქტომბერი, დილის 10.00 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე;
- ჩასარიცხ აპლიკანტებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2016 წლის 12-13 ოქტომბერს,
დილის 10.00 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე;