იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ ნინო ძამუკაშვილის დისერტაციის დაცვა თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

        6 თებერვალს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  შედგა დოქტორანტ  ნინო ძამუკაშვილის დირსერტაციის დაცვა, ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე - ,,რიტმული პროზის ექსპრესიის გამოხატვის  ტიპოლოგიური მიმართებანი  ქართულ და ინგლისურ ენებში (ხელმძღვანელები: პროფესორი მანანა ღარიბაშვილი და პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი).

      ნაშრომის მიზანია რიტმული პროზის ექსპრესიის გამოხატვის მიმართებების კვლევა, ტიპოლოგიურ ჭრილში, ქართულ და ინგლისურ ენებში.

     კვლევის მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარმოადგენს ამგვარი ტიპის კვლევის პირველ მცდელობას, ქართული და ინგლისურენოვანი მასალის მიხედვით.

    ნინო ძამუკაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6570