25 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია თესაუ-ს რექტორმა გახსნა. ირმა შიოშვილმა იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შესახებ ისაუბრა, რომელიც სტუდენტებს შორის ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები გახდა კონფერენციის ფორმატის შეცვლის საფუძველი. როგორც რექტორმა განაცხადა, სტუდენტების აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაზეც თესაუ-ში, მისი ინიციატივით, ,,სტუდენტის საათის ’’ დაწესებაც მოწმობს.
კონფერენციის მონაწილეებს სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, მიმართა. გელდიაშვილმა სტუდენტების სამეცნიერო მუშაობაში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს კონფერენციის ჩატარების ფორმატი გააცნო.
სამეცნიერო შეხვედრა 9 სხვადასხვა სექციაში გაგრძელდა. მოგვიანებით, დასკვნით ეტაპზე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუშაობის შედეგების გასაცნობად შეიკრიბნენ.
კონფერენციის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.