2016 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ, 2016 წლის 30 ივნისს, ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შორის ინტერნეტის საშუალებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიიღეს.
მემორანდუმი, ქალაქ ოდესაში,13-17 სექტემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე საზეიმო ვითარებაში გაფორმდება.
მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა სხვადასხვა, საერთო პროექტებზე მუშაობა და პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაა დაგეგმილი.