იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ სპანდერაშვილი, საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
საერთაშორისო ფესტივალი ,,დელფინი“ 8-12 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა და მასში 7 ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონკურსი ორ ნომინაციაში: სიმღერასა და ცეკვაში ჩატარდა.
ფესტივალზე ორი საესტრადო სიმღერით თესაუ-ს სტუდენტი, ზურაბ სპანდერაშვილი, წარსდგა, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს საჩუქრად დიპლომი და თასი გადაეცა. ზურაბ სპანდერაშვილი ჩეხეთში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება.