14 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, Erasmus +ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, თესაუ-ს სტუდენტებისთვის ტესტირება ინგლისურ და გერმანულ ენებში ჩატარდა.
თესაუ-ს წარმატებულ სტუდენტებს მობილობის განხორციელების საშუალება მიეცემათ შემდეგ უნივერსიტეტებში: არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ანკარის უნივერსიტეტი (თურქეთი), ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ავსტრია), ტუშას უნივერსიტეტი (იტალია), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), სან პაულოს უნივერსიტეტი ( ბრაზილია), ჰაილბრონის უნივერსიტეტი ( გერმანია), იადეს უნივერსიტეტი ( გერმანია), ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლა ( გერმანია).
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, 10 საათზე, ჩატარდება გასაუბრება. საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, ნომინაციის ბოლო ვადა-30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.