იაკობ გებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ თამარ შიუკაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 14 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ თამარ შიუკაშვილის სადისერტაციო ნაშრომი -,,ქართული და ინგლისური ხალხური ზღაპრების ტიპოლოგიური შედარება-შეპირისპირება“ - განიხილა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი).
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია ქართული და ინგლისური ხალხური ზღაპრების ტიპოლოგიური შედარება - შეპირისპირება. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ძირითად ამოცანას იზომორფიზმებისა და ალომორფიზმების დადგენა და ამის საფუძველზე, გარკვეული უნივერსალიების გამოვლენა წარმოადგენს. ამისათვის ნაშრომში გაანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ხალხური ზღაპრების სტრუქტურული და სემანტიკური მიმართებანი.