იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია-,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“

   საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2016 წლის 15 აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება.“

     კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი  უნდა ეხებოდეს ზოგადად ტურიზმს ან ტურიზმის რომელიმე სფეროს. უპირატესობა მიენიჭება ღვინის ტურიზმის და შიდა ტურიზმის სტიმულირების მიმართულებებს, ასევე, საქართველოს ტურიზმის განსავითარებლად წარმოდგენილ ინოვაციურ იდეებს.

    კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

  თეზისები და საბოლოო ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

tourismconference@gnta.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://gnta.ge/conference

 
მნახველთა რაოდენობა: 12492
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.