იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვმა იმატა. მიმდინარე წელს თესაუ-ში 3 370 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
გასულ წელს თელავის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 3 131-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.
პირველი სამი არჩევანის მიხედვით, გასულ წელს 852 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, წელს მათი რიხვი 1048-მდე გაიზარდა.
როგორც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს არის მზარდი მაჩვენებელი, რაც თესაუ-ს მიმართ გაზრდილ ნდობაზე მიანიშნებს.