იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა- 2016“

2016 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლამდე განხორციელდა პროექტი ,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა- 2016“, რომელშიც საქართველოს  სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და საჯარო სკოლებთან  ერთად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

 პროექტი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი მიმოხილვითი და კვლევითი ხასიათის   ნაშრომიდან ექსპერტებმა  30 საუკეთესო შეარჩიეს, ხოლო მეორე ეტაპზე გამარჯვებულთა შორის 8 ნაშრომი დასახელდა.

,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა- 2016“-ში მონაწილეობა წარმატებული იყო თესაუ-ს  სტუდენტებისთვის.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტის, მაკა ბოტკოველის  ნაშრომმა-,,ვანთის სასახლის არქეოლოგიური გათხრების შეჯამება“ (ხელმძღვანელი-გიორგი ლაღიაშვილი) კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტის, გიორგი მწყერაძის თემა -,,ფოხორაულების ნამოსახლარი (ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა“  (ხელმძღვანელი - გიორგი ლაღიაშვილი)   კი დასკვნით ეტაპზე 8 საუკეთესო ნაშრომს შორის  მოხვდა.

პროექტის მეორე ეტაპი  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში, სასტუმრო ,,კაპილონში,“ ჩატარდა. სალექციო კურსს 10 დღის განმავლობაში    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები კითხულობდნენ.

,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა- 2016“-ის ფარგლებში,  ასევე ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: ინტელექტუალური თამაში- ,,რა? სად? როდის?“, თეატრალური წარმოდგენები და კინოჩვენებები.

პროექტი, რომლის ხელმძღვანელი პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძეა,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით და ,,რუსთაველის ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7585