2016 წლის 20 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
საბჭომ დოქტორანტ ნაზიბროლა ფაღავას სადისერტაციო ნაშრომი -„კლიმატის ცვლილებების თანამედროვე ტენდენციები და ბუნებრივი ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე“ - განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ელიზბარაშვილი).
სადისერტაციო კვლევის მიზანია - აჭარის ბუნებრივი ლანდშაპტების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის დადგენა კლიმატის თანამედროვე ცვლილებების ფონზე.
ნაშრომის საჯარო განხილვის დროს სადისერტაციო საბჭოს წევრების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ ნაზიბროლა ფაღავას გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.