იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიებმა 27 სტუდენტს ბაკალავრის, ხოლო 2 სტუდენტს მაგისტრის ხარისხი მიანიჭეს.
2016 წლის 8 ივლისს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბიოლოგიის (კომისიის თავმჯდომარე - პროფესორი თამარ ნადირაძე), ეკოლოგიის (კომისიის თავმჯდომარე- პროფესორი თამარ ნადირაძე), გეოგრაფიის ( კომისიის თავმჯდომარე -პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი) მათემატიკის ( კომისიის თავმჯდომარე-ასოცირებული პროფესორი მერაბ აღნიაშვილი), ინფორმაციული ტექნოლოგიიბის (კომისიის თავმჯდომარე-ასოცირებული პროფესორი სვიმონ ოხანაშვილი) სტუდენტთა საბაკალავრო და ეკოლოგიის სპეციალობის (კომისიის თავმჯდომარე - პროფესორი თამარ ნადირაძე), სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.