28 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული მოდულური პროგრამების დანერგვის და მხარდაჭერის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო გარემონიტორინგის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც თესაუ-ში, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიმართება.
ჯგუფის წევრები, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩასატარებელი შიდა სამუშაოების შემოწმების და შეფასების მიზნით, მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ მასწავლებლებს შეხვდნენ.
მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც სამ პროგრამას (ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, თექის ოსტატი და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი) აერთიანებს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს.