ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის სპეციალობათა სტუდენტებს, იწვევს საზაფხულო სკოლაში ,,ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა 2016 წლის 5-10 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
საზაფხულო სკოლა ,,ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“ ორგანიზებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანა-დაფინანსებით და მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე საკომუნიკაციო კომპეტენციის გაუმჯობესებას, ახალგაზრდებში გუნდური თანამშრომლობის პრინციპების განვითარებას და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კავშირის დამყარებასა და დამეგობრებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებების გამართვას.
საზაფხულო სკოლაში, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენის ჯგუფებისათვის, თესაუ-ს 3 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. სტუდენტები უზრუნველყოფილები იქნებიან საცხოვრებელი ადგილითა და სამჯერადი კვებით.
პროგრამის საგანმანათლებლო და შემოქმედებით ნაწილს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები. პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტისთვის გაიცემა სერტიფიკატები.