2016 წლის 20 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ წაიკითხა.
საჯარო ლექციების ციკლი, რომელსაც პერიოდულად სხვადასხვა უნივერსიტეტები მასპინძლობენ, თელავის უნივერსიტეტში დასრულდა.
თამაზ ტყემალაძემ XIX საუკუნის უდიდესი პოეტის ვაჟა-ფშაველას შესახებ ისაუბრა. ლიტერატორი მიიჩნევს, რომ ის გასაოცარია თავისი კრიტიკული აზროვნებითა და პოეტური ნიჭით; რომ ვაჟა არის იმაზე უფრო დიდი გენიოსი, ვიდრე თითოეულმა ქართველმა იცის.
ლექციას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად ენათმეცნიერი და პროფესორი რევაზ ძნელაძე და ეთნოლოგი და პუბლიცისტი ელდარ ნადირაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური