2016 წლის 25-30 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორსიო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი გერმანიაში, იადეს უნივერსიტეტში, იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებებით მჭიდრო ურთიერთობას ითვალისწინებს.
თესაუ-სა და იადეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2012 წელს ევროკავშირის მიერ დაფინენსებული პროექტის - „სუტომას“ ფარგლებში დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება.