10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ვილნიუსის ბიზნეს-სკოლის პროფესორმა , დოქტორმა, აიდას ვასილიუს ვასილიუსკასმა გამართა.
ლექციის თემა იყო -,,მერკეტინგი, ლოჯისტიკა და გადაზიდვა“.
ლიტველმა პროფესორმა ლიტვის გეოგრაფიის, ისტორიის და კულტურის შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს სატრანსპორტო გადაზიდვის და ლოგისტიკის კუთხით მის ქვეყანაში არსებული გამოცდილება გააცნო.
საჯარო ლექციას თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები დასწრნენ.
ლიტველი პროფესორების საჯარო ლექცია თესაუ-ში 12 ოქტომბერსაც ჩატარდება.
პროექტი ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თესაუ-ს შესაბამისი მიმართულების პროფესორები საჯარო ლექციებს ვილნიუსის ბიზნეს-სკოლაში გამართავენ.