იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა

  სამეციერო კვლევის  მიზანი თელავის მუნიციპალიტეტის  ნიადაგების მიკრობიოლოგიური შედგენილობის შესწავლა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და პროდუქტის ხარისხზე დადებითი და უარყოფითი  გავლენის  მქონე   მიკროორგანიზმების სახის განსაზღვრაა.

პროექტის ფარგლებში,  თელავის მუნიციპალიტეტის  ყველა ტიპის ნიადაგიდან აღებული ნიმუშების  გამოკვლევა განხორციელდება. ანალიზის შედეგად, ნიადაგში გავრცელებული მიკროორგანიზმების სახე, მათი მოქმედების პირობები და მავნეობის ხარისხი დადგინდება.

სამეცნიერო კვლევას აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ლაბორატორაში განახორციელებს. ლაბორატორიის აღჭურვა  რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური დახმარებით განხორციელდა და ნიადაგების ქიმიური შესწავლა უკვე მიმდინარეობს. ორივე პროექტი  ჩატარებული კვლევების საფუძველზე სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისა და ფერმერებისათვის რეკომენდაციების გაიცემას ითვალისწინებს.

ახალი სამეცნიერო კვლევის ღირებულება 23.800 ლარია და მისი ხანგრძლივობა ათი თვეა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3989