იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ სოფიო ქიტესაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 1 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ სოფიო ქიტესაშვილის სადისერტაციო ნაშრომი - ,,ალექსანდრე კალანდაძე - მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე“ - განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საპატიო პროფესორი: ლუიზა ხვიჩია, ფილოლოგიის მეცნიერერბათა დოქტორი, პროფესორი: ნინო კოჭლოშვილი).
სადისერტაციო კვლევის მიზანია- ალექსანდრე კალანდაძის მოღვაწეობის შესწავლა და გაანალიზება, მწერლის შემოქმედებითი პორტრეტის შექმნა და მისი შემოქმედების ძირითადი ასპექტების განსაზღვრა.