იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია

2015 წლის 1 ნოემბერს დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი-,,დეგრადირებული მიწების აღდგენის ტექნოლოგია“.
კვლევებში, რომელიც საცდელ ნაკვეთზე განხორციელდა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად, ჩართული იყო ქუთაისის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების აგრარული ფაკულტეტები (პროექტის წარმდგენი- ააიპ ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება“ (PHDS), პროექტის ხელმძღვანელი-დავით ნაზაროვი).
23 დეკემბერს კვლევების შედეგების პრეზენტაცია თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნიკოლოზ სულხანიშვილმა, გამართა.
პროექტში, მოხალისე ფერმერებთან, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მათ პროექტში ჩართულობის დამადასტურებელი სერთიფიკატები თესაუ-ს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა გადასცა.
სამეცნიერო კვლევის მიზანი იყო დეგრადირებული მიწების აღორძინებისთვის ტექნოლოგიის შემუშავება. ნიადაგების ლაბორატორიული ანალიზიდან გამომდინარე, გაკეთდა შესაბამისი დასკვნები და დაინტერესებული პირებისთვის რეკომენდაციები გაიცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7104