საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - საუბრები ლიტერატურაზე, ფარგლებში, გიწვევთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი მაისურაძის,
საჯარო ლექციაზე -,,გერმანია პოეტებისა და ფილოსოფოსების ქვეყანა."
ლექცია ჩატარდება 26 თებერვალს.
ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა #1.
დასაწყისი 12.00 საათზე,
უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.
პროექტის „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ შესახებ:
საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გეგმავს პროექტის- „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ -განხორციელებას.
პროექტის მიზანი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობაა.
თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი, ძირითადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის.
საჯარო, თემატური ლექციები, (წლიურად 8 ლექცია), ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს სასწავლო პროცესის პერიოდში. თითო თემაზე (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული) ჩატარდება ორი ლექცია, პირველი ზოგადი და მიმოხილვითი, ხოლო მეორე -კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის ან ავტორის შესახებ, მომხსენებლის არჩევანის მიხედვით.
მწერალთა სახლის სურვილია, რომ პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ იყოს არა ერთჯერადი და ერთწლიანი პროექტი, არამედ, თელავის უნივერსიტეტის შემდეგ ეტაპობრივად განევრცოს თანამშრომლობა საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური