იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ახალგაზრდული საკრებულოები“

    24  მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის-  ,,კანონი, ადამიანი, თავისუფლება“-წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში პროექტს-,,ახალგაზრდული საკრებულოები“- ახორციელებს. 

      პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა   და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში შიდა მიგრაციის შეჩერება, რომ ახალგაზრდებმა  საკუთარი ინტელექტუალური რესურსი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მოახმარონ.

       საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს  აღნიშნულ პროექტში ჩართვა სურვილის შესაბამისად შეეძლებათ. ისინი მონაწილეობას  ყველა იმ აქტივობაში მიიღებენ, რომელიც მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4187
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.