ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის-,,მცირე პროზა”.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები ( მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება), კერძოდ, 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით -A4. თითოეული- არაუმეტეს, 8-10 ნაბეჭდი გვერდისა, 4 ეგზემპლარად, აგრეთვე, ელექტრონული ვერსია. ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის-,,მცირე პროზა”.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები ( მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება), კერძოდ, 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით -A4. თითოეული- არაუმეტეს, 8-10 ნაბეჭდი გვერდისა, 4 ეგზემპლარად, აგრეთვე, ელექტრონული ვერსია.
კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა _ 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი. 16 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში: ,,ანეული” და ,,ლიტერატურული საქართველო”.
საკონკურსო ნაწარმოებები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2016 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 990699, 893148125 ნაწარმოებები მიიღება კვირა-ორშაბათის გარდა, 12სთ-დან-17 სთ-მდე.
კონკურსის მონაწილემ, ნაწარმოებებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი).
კონკურსანტმა, სასურველია, განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ (მუსიკაში,მხატვრობაში...), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი, გამოფენა, მხატვრული კითხვა. კონკურსის მონაწილემ, ნაწარმოებებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი).