იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტები ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში

 წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში კონფერენცია გაიმართა,

რომელშიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო, საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.      ახალგაზრდები  ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას,  მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას და  საგამომცემლო საქმიანობაში საავტორო უფლებებს გაეცნენ. სტუდენტები აქტიურად ერთვებოდნენ სხვადასხვა სახის დისკუსიებში. 

  კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მონაწილეებს  კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, პროექტის- “50 საჯარო მოხელე”- ფარგლებში, გამოცემული სტატიათა კრებული და  სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. 
     სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის, ინიცირებით, კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ,,საქპატენტში“.  კონფერენცია  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3817
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.