5 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, როსტომ ჩხეიძის წიგნის-,,ჟარგონი და მეტსახელები“-პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. ირმა შიოშვილმა მწერლის მონოგრაფიის მეცნიერულ სიახლეზე და ნაშრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, როსტომ ჩხეიძის, სამეცნიერო კვლევის შესახებ მოხსენებებით თესაუ-ს პროფესორები წარსდგნენ.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მწერლის და მკვლევარის, როსტომ ჩხეიძის, წიგნის-,,ჟარგონი და მეტსახელები“-პრეზენტაციას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.