იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონფერენცია სტრასბურგში

      2016 წლის 14 და 15 ნოემბერს  სტრასბურგში,  ევროკავშირის/ევროპის საბჭოს პროგრამის,-,,ადამიანის უფლებებისა  და დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში", -ფარგლებში,  გაიმართა კონფერენცია- ,,დემოკრატიული სკოლის კულტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" . კონფერენციაში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, მონაწილეობას  საქართველოც იღებდა.

     ჩვენი ქვეყნიდან, ასევე, მიწვეული იყო განათლების სფეროს წარმომადგენელთა 10 კაციანი ჯგუფი, მათ შორის, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი. 

         კონფერენციაზე  განხილულ იქნა განათლების  სისტემაში არსებული თანამედროვე  გამოწვევები ,  განათლების სფეროში  წამოჭრილი პრობლემები და  მათი გადაჭრის ოპტიმალური გზები.

      პროექტი-,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობა" -წარმოადგენს რეგიონალურ პროექტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი,  მოლდოვა და უკრაინა). ის მიზნად ისახავს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც სამოქალაქო, ისე -საგანმანათლებლო სისტემის სფეროში და უზრუნველყოფს ქარტიის პრაქტიკულ განხორციელებას.

 
მნახველთა რაოდენობა: 4722