იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

2016 წლის 19-28 ივლისს, სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო  სკოლას „ქართული ხელნაწერი.“

საზაფხულო სკოლა გათვალისიწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის, შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები, მაგისტრები და დოქტორები). მკვლევართა სამეცნიერო ინტერესები უნდა შეესაბამებოდეს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება  უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

ქართველოლოგიის სეზონური სკოლა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს 16 მონაწილის (8 უცხოელი და 8 საქართველოს მოქალაქე) დაფინანსებას, შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე კანდიდატებს - სტუდენტებს (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრები და დოქტორები, რომელთაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ ბოლო შვიდი წლის პერიოდში), რომელთაც აქვთ სამეცნიერო ინტერესი კავკასიის რეგიონისა და ქართველოლოგიური კვლევების მიმართ. საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ სკოლის მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეობის მსურველებმა უნდა  შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:seasonalschool@manuscript.ac.ge                                                   

სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 27 ივნისი.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სკოლის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: www.manuscript.ge  ხოლო პროგრამა იხილეთ  ბმულზე:Program-2016_ENG.docx 

 

საკონტაქტო პირი:

ირინა გოგონაია

პედაგოგიკის დოქტორი

საგარეო ურთიერთობათა, განვითარებისა და განათლების

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ტელ.: 577 79 54 54                         

E-mail: irinagogonaia@manuscript.ac.ge 

seasonalschool@manuscript.ac.ge   

 
მნახველთა რაოდენობა: 12847
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'