24 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების მიმართულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, სარდარ იუსუბოვის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ეთნოპედაგოგიკური პრობლემები და მათი კვლევის მეთოდები საქართველოში" ( სამეცნიერო ხელმძღვანელი:პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე რამიშვილი; 2.პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე).
ნაშრომის მეცნიერული სიახლე გამომდინარეობს ეთნიკური პედაგოგის ფასეულ-აზრობრივი ასპექტების ანალიზის ჩატარებაში, მოსაზღვრე მეცნიერების მიღწევების ინტეგრირებით. ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია ეთნიკური კულტურის პედაგოგიური თეორიის შემდგომი განვითარებისთვის.
სარდარ იუსუბოვს განათლების მეცნიერებეში განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.