იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, თესაუ-ს ფოიეში სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს.
ახალგაზრდებმა ნახატები, ნაქარგები, თექაზე ნამუშევრები და გამოყენებით ხელოვნების სხვა სახის ნიმუშები წარმოადგინეს.
ექსპოზიციის ნაწილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თექის ოსტატის და ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებშია შესრულებული, ნაწილი კი- სხვადასხავა ფაკულტეტების სტუდენტების მიერ, ინდივიდუალურად .
სტუდენტური გამოფენა თესაუ-ში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.