6 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის საახელმწიფო უნივერსიტეტში TBC ბანკის თელავის ფილიალის დირექტორმა დავით ვეფხვაძემ და ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენელმა თათია გადელიამ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ბანკის წარმომადგენლები უნივერსიტეტის მე-3-4 კურსის სტუდენტებს ბანკში არსებულ ვაკანსიებზე ესაუბრნენ. დაინტერესებულ სტუდენტებს კახეთის რეგიონის მასშტაბით სტაჟირება, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს სამომავლოდ, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.
შეხვედრის მიზანს მომავალი თანამშრომლების მოძიება და დასაქმება წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და სტუდენტებთან გასაუბრებით დასრულდა.