21 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა თესაუ-ს სტუდენტებისთვის Erasmus +ის გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმ უნივერსიტეტების შესახებ ისაუბრეს, სადაც თესაუ-ს სტუდენტების მობილობის უფლება აქვს. ეს უნივერსიტეტებია: არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ანკარის უნივერსიტეტი (თურქეთი), ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ავსტრია), ტუშას უნივერსიტეტი (იტალია), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), სან პაულოს უნივერსიტეტი ( ბრაზილია), ჰაილბრონის უნივერსიტეტი ( გერმანია), იადეს უნივერსიტეტი ( გერმანია), ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლა ( გერმანია).
14 ნოემბერს, 14 საათზე, ჩატარდება ტესტირება უცხო ენაში, 17 ნოემბერს, 10 საათზე,- გასაუბრება. საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, ნომინაციის ბოლო ვადა-30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ტელ: 27-15-33