იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ თესაუ-ში პირველი გასვლითი სხდომა გამართა

  6 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველი  გასვლითი სხდომა გამართა.

    შეხვედრა  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გახსნა. როგორც  გიორგი კვესიტაძემ განაცხადა,  თესაუ-ს რეგიონში განათლების და მეცნიერების განვითარების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, თესაუ-ს და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას შორის  ბოლო დროს ჩამოყალიბებულ მჭიდრო,  საქმიან ურთიერთობებზე, უნივერსიტეტის წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

   სხდომაზე აკადემიკოსებმა მოხსენებები სხვადასხვა თემებზე წარადგინეს. მომხსენებლებმა  პანკისის ხეობის პრობლემებზე, მდინარე დურუჯთან დაკავშირებულ  საფრთხესა  და  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზეც ისაუბრეს.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამომავლოდ, თესაუ-ში მეცნიერებათა აკადემიის  განყოფილების შექმნა იგეგმება.

   მეცნიერებათა აკადემიის გასვლით სხდომას უნივერსიტეტის რექტორი,  თანამშრომლები, წარჩინებული სტუდენტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4522