22 აპრილს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების მიმართულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, გიორგი ჭილაძის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,უმაღლესი სპორტული განათლების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში" .
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი დავით მახაშვილი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ჰამლეტ რაზმაძე. რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი იმერი ბასილაძე;
2. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ლელა აფციაური.
გიორგი ჭილაძეს განათლების მეცნიერებებში განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.