12 ოქტომბერს ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (IOM) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკანონო მიგრაციის შესახებ ისუბრეს და სტუდენტებს ინფორმაცია IOM-ის მიერ დაგეგმილ კონკურსთან დაკავშირებით მიაწოდეს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა მოამზადონ თემა-,,უკანონო მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: მიზეზები და შედეგები“.
ნამუშევრებს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს. შეირჩევა 3 გამარჯვებული, რომლებსაც საინტერესო პრიზები გადაეცემათ, ესე-სტატია კი IOM-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება (www.iom.ge).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ორგანიზაციის Facebook -ის გვერდს: Stop lrregular Migration ან დარეკეთ: 2 25 22 16 ან 2 91 34 61
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აწარმოებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპაში, უსაფრთხო მიგრაციის და თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებით.