იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინოვაციური პროექტი

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ინოვაციური პროექტის განხორციელება, რომელიც არის ერთგვარი სტარტაპი ქვეყანაში პოლიციის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით.

 პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების ზრდას, პრევენციის გაძლიერებას და რაც მთავარია, ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რათა საქართველოს პოლიცია გახდეს ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში.

 პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 4 ოქტომბერს ახალი დეპარტამენტი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაიხსნა. ცენტრს არ ჰყავს ზუსტი ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, თუმცა, მსგავსი ცენტრები სხვადასხვა ფუნქციებით არსებობს ლონდონში, დუბაიში, მეხიკოში, რიო-დე-ჟანეიროში და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. ცენტრი ფუნქციურად წარმოადგენს ნიუ-იორკის პოლიციაში არსებული სამი დანაყოფის - Real Time Crime Center, Joint Operations Center და Domain Awarness System Command Center გაერთიანებას ერთ სივრცეში.

  ცენტრის მთავარი ფუნქციაა სამინისტროში პრევენციასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მართვა, კონტროლი და მხარდაჭერა. ცენტრი  მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საპოლიციო ძალების ტაქტიკურ განლაგებაზე, უზრუნველყოფს საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციულ ანალიზს და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობას. აგრეთვე, კრიზისულ სიტუაციებში და მასშტაბური ღონისძიებების დროს სამინისტროს დანაყოფების ერთიან მართვას.

 რაც ყველაზე მთავარია, ცენტრი წარმოადგენს ერთიან მაღალტექნოლოგიურ ჰაბს, რაც გულისხმობს სამინისტროში არსებული მონაცემთა ბაზების (databases) გაერთიანებას, ურთიერთდაკავშირებას (database management system), მათ ცენტრში თავმოყრას, დამუშავებას-ანალიზს და საჭირო ინფორმაციისადმი სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელებისათვის.

  პროექტის განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნაში უსაფრთხოების დონე - დანაშაულის რაოდენობა შემცირდება 20-30%-ით. აგრეთვე, შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევები და დარეგულირდება საგზაო მოძრაობა. თანამდეროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაადვილდება ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლა, როგორებიცაა: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ტერორიზმი და სხვა. ერთიანი ოპერაციების ცენტრის გახსნის შედეგად დაიწყება პოლიციის განვითარების შეუქცევადი პროცესი. გაიზრდება პოლიციის ეფექტიანობა, რაც მოიცავს შემთხვევებზე რეაგირების გაძლიერებას, დამნაშავე პირთა დროულ დადგენა-დაკავებას, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად, დანაშაულზე უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას.

 

მთავარი გზავნილები (მესიჯები):

21-ე საუკუნის (საქართველოს ან ქართული) პოლიცია - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტი საქართველოში. ქართული პოლიცია ტექნოლოგიურიად ვითარდება და გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ცენტრი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მომავლისკენ. ცენტრი წარმოადგენს ერთიან ტექნოლოგიურ ჰაბს და მას არ გააჩნია ზუსტი ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში; საქართველოს პოლიცია მუდმივად ზრუნავს უწყვეტ განვითარებაზე, რათა მან შეძლოს უკეთესად უზრუნველყოს მოსახლეობისა, ქვეყნის სტუმრების და ქვეყნის უსაფრთხოება. ეს პრექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიციას გახდეს ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში;

 მეტი უსაფრთხოება - ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდა, არის ქართული პოლიციის პრიორიტეტი, რადგან ჩვენი კეთილდღეობისათვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო უსაფრთხო ქვეყანა (მოხვდეს სამეულში); ცენტრი შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ დანაშაულის პრევენცია, რეალურ დროში მოვახდინოთ დანაშაულზე რეაგირება (სწრაფად გავხსნათ ის) და ბუნებრივი სტიქიების პრევენციითა და მათზე სწრაფი რეაგირებით თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი და ზარალი. ამ ყველაფერმა საქართველოს შედეგად უნდა მოუტანოს - სიმშვიდე, უსაფრთხოება და სტაბიულობა! 

იხილეთ თანდართული ფაილები: კონკურსის პირობები , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეტყობინება კონკურსის შესახებ , ერთობლივი ოპერაციების ცენტრი

 
მნახველთა რაოდენობა: 6691