იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის პროფესორებისთვის რამდენიმედღიანი ტრენინგი ჩატარდა.
მეცადინეობები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლინგვა პლუსი“-ს თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სევილიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, პროფესორმა ქეთევან ჯაშმა ჩაატარა.
ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტი-,,ტრენინგი უნივერსიტეტის პროფესორებისთვის თანმიმდევრულ თარგმანში“- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული და ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ხორციელდება.