იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საგანმანათლებლო ფესტივალი თესაუ-ში

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 3 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ფესტივალს და ამერიკული ბენდის ( Matuto) კონცერტს უმასპინძლა.

      კონცერტი, რომელსაც თესაუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ, აშშ-ს საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორმა, მოლი რიძინკსიმ, გახსნა. 

    ღონისძიება  საგანმანათლებლო გამოფენა-ფესტივალით გაგრძელდა.  თესაუ-ს ბიბლიოთეკის დარბაზში   თითოეულ ორგანიზაციას  საკუთარი კუთხე ჰქონდა და თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ სტუმარს დეტალურად აცნობდა.

       გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული სა- განმანათლებლო, გაცვლითი პროგრამები, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე-სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და მეცნიერთათვის.

     განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელმა  ღონისძიების სტუმრებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მათთვის სასურველი სასწავლო დაწესებულების მოძიება, განაცხადების შევსება და იაფი დაფინანსების მოპოვება.

     ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობდნენ: ,,ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს,”   სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს  ფილიალის, ,,მშვიდობის კორპუსის“ და USAID-ის  წარმომადგენლები.

       ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო   სხვადასხვა სახის  გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული  და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კახეთის რეგიონში ხორციელდება.

    

 
მნახველთა რაოდენობა: 6506