7 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის პირველი გამოშვების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით თექაზე შესრულებული ნამუშევრები (მოდულის პედაგოგი-ასმათ ხუცურაული).
მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის პირველი გამოშვების 6 სტუდენტს თექის ოსტატის მე-3 საფეხურის კვალიფიკაცია მიენიჭა.
თესაუ-ში თექის ოსტატის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა 2015 წლის 2 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. პროგრამას ნუგზარ ძამუკაშვილი ხელმძღვანელობს.