იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა

  4 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა  2016-2017 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.  

   აღნიშნული პროგრამა  საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას ითვალისწინებს.

    კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს.

         დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი ცენტრის ოფიციალიურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარადგინონ: ( https://app.iec.gov.ge/).
       საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://iec.gov.ge/4272

      საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://iec.gov.ge/4256
       განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 26 აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით.    

     საინფორმაციო შეხვედრას თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

    განათლების საერთაშორისო ცენტრმა პრეზენტაციების ტური თელავიდან დაიწყო.    საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებშიც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6235
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'