იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-მ ყაზახეთის პავლოდარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

 31 აგვისტოს, ყაზახეთის პავლოდარის უნივერსიტეტის ბიოცენოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი ბიბიგულ ჟუმაბეკოვა, კოლეგასთან ერთად, თესაუ-ს ესტუმრა.
მათ შეხვედრები თესაუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან გამართეს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა, კონფერენციებსა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა და საერთო სასწავლო პროგრამების განხორციელება დაიგეგმა. სტუმრები უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ და ბიოლოგიურ-ქიმიური და აგრარული ლაბორატორიებიც დაათვალიერეს.
ყაზახეთის პავლოდარის უნივერსიტეტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გააფორმდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3867
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.