6 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი, თედ ვაითსაიდი, იმყოფებოდა.
თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ამერიკელმა დიპლომატმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ ისაუბრა. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა .
როგორც თედ ვაითსაიდმა აღნიშნა, ნატო, რომელიც მასში შემავალი წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, მშვიდობის, თავისუფლების და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის იბრძვის.
საუბარი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. დიპლომატის თქმით, ნატოს კარი მასში გაწევრიანების ყველა მსურველისთვის ღიაა. ეს არის შესაძლებლობა ქვეყნებისთვის და არა- ძალდატანება, ან - ვალდებულება,