იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ELSEVIER-ის სემინარი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში მიმდინარე საერთაშორისო  ოლიმპიადების  შესარჩევი ტურების გამო,  ELSEVIER-ის სემინარი,  20 აპრილის ნაცვლად, ჩატარდება ა.წ. 22 აპრილს, 13:00 სთ-ზე.

  პრაქტიკულ სემინარს, რომელიც  გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ტარდება,   ELSEVIER - ის ტრენერი საქართველოში -  თამარ გოგუა და ფონდის მხრიდან ELSEVIER-ის საკონტაქტო პირები: ქეთევან გაბიტაშვილი და ლოლიტა შენგელია გაუძღვებიან.

  სემინარი განკუთვნილია ELSEVIER-ის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, დაეხმარონ საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურის საძიებო სისტემებით სარგებლობის მსურველ მკვლევარებსა და სტუდენტებს.

სემინარის ხანგრძლივობა 1,5 საათი (13:00 – 14:30)

სამუშაო ენა - ქართული

ღონისძიების ჩატარების ადგილი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მ. ალექსიძის ქ. 1. მესამე სართული, სააქტო დარბაზი. 

    სემინარის მონაწილეს მოეთხოვება, ფლობდეს მონაცემთა ბაზებზე მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები და ინგლისური ენა.

სემინარზე მონაწილეობის კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:

http://goo.gl/forms/hmuyO4OLOS

 
მნახველთა რაოდენობა: 6778
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'