თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,საქველმოქმედო აქციას აწყობს.
თესაუ-ს სტუდენტები სამ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარებიან. როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს და შეუძლია ტანსაცმლით და ფულით დახმარება, უნდა მიმართოს თვითმმართველობის ოთახს, უნივერსიტეტის პირველ სართულზე.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეგროვილი თანხით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პროდუქტს ან საოჯახო ტექნიკას შეიძენენ.